Wednesday, December 16, 2009

ლესია უკრაინკა


1. პროექტის სახელი ლესია უკრაინკა და საქართველო

2. პროექტის მოკლე აღწერა;

მოსწავლეები მოიძიებენ სათანადო მასალებს გამოჩენილი უკრაინელი პოეტის, ლესია უკრაინკას, საქართელოში მოღვაწეობის შესახებ. მოიძიებენ ბიოგრაფიულ დამოწმებულ ფაქტებს ქართველ მწერლებთან უკრაინელი პოეტის მეგობრობის შესახებ. შეგროვებული მასალებით შექმნიან ლესია უკრაინკას მუზეუმს, დაურთავენ ფოტო და ვიდეომასალას და განათავსებენ ინტერნეტში.



3. პროექტის სრული აღწერა;

პროექტში მოცემული იქნება ლესია უკრაინკას მოკლე ბიოგრაფია უკრაინულ და ქართულ ენებზე განიხილება მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა, საქართელოში მისი საცხოვრისის აღწერა. თანამედროვეთა მიერ გამოქვეყნებული ციტატები ლესია უკრაინკაზე, ცნობილი პორტრეტები და რეპროდუქციები პოეტის შემოქმედებაზე. შეგროვდება სუვენირები, წიგნები, ჟურნალები, ხსოვნის მუზეუმის შესაქმნელად და განთავსდება რომელიმე საკლასო ოთახში.

4. მონაწილეთა ასაკი; 11-17 წელი. V--X კლასი.

5. ვადები-ხანგრძლივობა; 2009 წლის დეკემბერი - 2010 წლის მაისი.

6. პროექტის შესაძლო ავტორები კლასში: მასალების მოძიება ინტერნეტში, ენციკლოპედიაში, ჟურნალებში. სტენდების, გამოფენების და ელექტრო ალბომების შექმნა. ინფორმაციის გაცვლა. მოძიებული მასალების ინტერნეტში განთავსება.

7. მინაწილეთა შედეგები: მოსწავლეები ისწავლიან მოძიებული მასალების ერთმანეთში გაცვლას, კომპიუტერთან მუშაობას ვებ–გვერდებისა და სლაიდების შექმნას, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მოძიებას, დაუკავშირდებიან სურამის სკოლის მოსწავლეებს, ასევე ნევგოროდ–ვოლინსკის და კიეველებს.

8. სასარგებლო სხვაბისთვის; ბევრისთვის იქნება საინტერესო ლესია უკრაინკას ცხოვრების ბოლო წლები საქართველოში, იმის ცნობა რომ, უკრაინრლი პოეტი საქართელოშია დამარხული და ზუსტად საქართველოში, ქალაქ სსურამში დაუდგეს მას პირველი ძეგლი. საინტერესო იქნება ის ფაქტიც რომ, პოეტი მეგობრობდა ქართველებთან და ბევრი მათგანი თავის პიესებში პროტოტიპებადაც ჰყავს გამოყვანილი. დაინტერესებული პირები შესძლებენ მოსწავლეთა ნამუშევრების დახმარებით მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. შეეძლებათ დატოვონ თავიანთი სურვილები.

9. სამუშაო ენა; ქართული, უკრაინული, რუსული; შესაძლებელია გადათარგმნა ინგლისურ ენაზე.

10. საინფორმაციო ტექნოლოგიები–ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა. ისტისსაშუალებების მოხმარება.

11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი; ისტორიის, გეოგრაფიის, ინფორმატიკის, ხელოვნების მასწავლებლებთან.

12. მონაწილეები სხვა სკოლებიდან; სურამის ლესია უკრაინკას სახელობის სკოლა

13. პროექტის ფასილიტატორის სახელი; ანა მატვეევა.

14. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა; amatveeva41@gmail.com gannysa@mail.ru

15. პროექტის ფორუმი; ლესია უკრაინკა (საცდელი პროექტი)


No comments:

Post a Comment